Accessibility links

თავი მოიკლა კუბის ყოფილი ლიდერის ვაჟმა


ფიდელ ანხელ კასტრო დიას-ბალარტი

სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა კუბის ყოფილი ლიდერის, ფიდელ კასტროს უფროსმა ვაჟმა, 68 წლის ფიდელ ანხელ კასტრო დიას-ბალარტმა. კუბის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, ბოლო თვეებში კასტროს ღრმა დეპრესია ჰქონდა და საავადმყოფოშიც მკურნალობდა. ფიდელ ანხელ კასტრო დიას-ბალარტი, რომელსაც მამასთან მსგავსების გამო კუბელები ფიდელიტოს ეძახდნენ, 1949 წელს, ჰავანაში დაიბადა. მან გასული საუკუნის 70-იან წლებში დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბირთვული ფიზიკის სპეციალობით და დუბნის ატომური ენერგიის ინსტიტუტის ასპირანტი იყო. კასტროს უფროსი ვაჟი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა გამოგონილი სახელით, ხოსე რაული. ბოლო წლებში ფიდელ ანხელ კასტრო დიას-ბალარტი იყო კუბის სახელმწიფო საბჭოს მრჩეველი მეცნიერების საკითხებში და კუბის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG