Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

კიევის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ და კანონიერად ცნო ამ უწყების გადაწყვეტილება, სააკაშვილისთვის თავშესაფრის მიცემაზე უარის შესახებ. მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებას აძლევს ბევრ საფუძველს, რათა სისრულეში მოიყვანოს ქვეყნიდან სააკაშვილის უკანონო დეპორტაციის და ექსტრადიციის გეგმა. ადვოკატის ინფორმაციით, სამართლებრივ ბრძოლას საკასაციო ინსტანციებში გააგრძელებენ და თუ შედეგს ვერც აქ მიაღწევენ, არსებობს ევროპული სასამართლოც.

XS
SM
MD
LG