Accessibility links

თბილისში თავს დაესხნენ "მხედრიონის" ყოფილ წევრს


შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი, გასამხედროებული ორგანიზაციის „მხედრიონის“ წევრი, დოდო გუგეშაშვილი, მისი შვილი კი გარდაიცვალა. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმა თბილისში მოხდა, გუგეშაშვილის საცხოვრებელ ბინაში, სადაც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა დედა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დოდო გუგეშაშვილის შვილი ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG