Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო: პენსიონერებმა მედიკამენტების ნაწილის შეძენა ნახევარფასად უნდა შეძლონ


დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს გააფართოვოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. წინასწარი შეფასებით, 23-დან 50-მდე გაიზრდება ჩამონათვალი იმ მედიკამენტებისა, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს. ამბულატორიული მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამით ამჟამად სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ის ნაწილი სარგებლობს, ვინც 100 000 ქულაზე ნაკლები აქვს მინიჭებული. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, პროგრამით ისარგებლებენ ასევე ასაკით პენსიონერები და შშმ პირები. მინისტრმა მთავრობის ხედვა 8 თებერვალს ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს გააცნო. ბენეფიციართა წრის გაფართოვებასა და დაავადებებისა და მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდის შესაძლებლობებზე საკუთარ ხედვებს კერძო სექტორი სამინისტროს 2 კვირის ვადაში წარუდგენს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა, მინისტრის გათვლებით, მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწისში გაფართოვდება.

XS
SM
MD
LG