Accessibility links

ლუცენკო: სააკაშვილს ექსტრადიციის გარდა, კიდევ ორი გზა აქვს


იური ლუცენკო

უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს სურს, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უკრაინაში აგოს. ამის შესახებ ლუცენკომ განაცხადა ტელეკომპანია TCH-თან ინტერვიუში. შეკითხვას, სურს თუ არა, რომ სააკაშვილმა უკრაინა დატოვოს, ლუცენკომ უპასუხა, რომ მან პასუხი უნდა აგოს, თუ დამტკიცდება ის, რაც უკრაინაში გააკეთა სააკაშვილი-კურჩენკოს საქმის ფარგლებში. „სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მინდა ქართულ საპატიმროში მისი გაშვება“ - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა. იური ლუცენკოს თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვერ მიიღებს პოლიტიკურ თავშესაფარს, ექსტრადიციის გარდა რჩება ორი გზა - ნებაყოფლობით გაემგზავროს რომელიმე, არჩეულ ქვეყანაში, მაგალითად, ნიდერლანდში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს და მეორე - ნებაყოფლობითი, ან იძულებითი დეპორტაცია მის მიერ შერჩეულ ქვეყანაში, ან პოლონეთში, საიდანაც არალეგალურად შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე. იური ლუცენკოს საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც საქმე დაემსხვრათ, მოწმეები გაექცათ, მტკიცებულებები გაქრა და სატელეფონო საუბარი დამონტაჟებული აღმოჩნდა, საქართველოში გაგზავნა დაუპირეს. „კეთილი ინებეთ და აქ გამასამართლეთ, თითქოსდა, სახელმწიფო გადატრიალების და რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობისთვის“- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.


XS
SM
MD
LG