Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სპორტსმენები დამარცხდნენ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან დავაში


სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 45 რუსი სპორტსმენის და 2 მწვრთნელის სააპელაციო საჩივარი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ. კომიტეტმა ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, ამ სპორტსმენებს აუკრძალა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. საარბიტრაჟო სასამართლოს გამსვლელმა კომისიამ გადაწყვეტილება 9 თებერვალს, ოლიმპიადის გახსნის დღეს გამოაცხადა პიონჩანის ოლიმპიურ პრესცენტრში. საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება არ არის უსამართლო და დისკრიმინაციული. მომჩივან რუს სპორტსმენებს შორის იყო ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მოციგურავე ვიქტორ ანი. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. მისი განცხადებით, სასამართლომ მხარი დაუჭირა დოპინგთან ბრძოლას. სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანში 9 თებერვალს გაიმართება ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია.

XS
SM
MD
LG