Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ზომებს ამკაცრებს


საქართველოს და ევროკავშირის დროშები თბილისის აეროპორტში
საქართველოს და ევროკავშირის დროშები თბილისის აეროპორტში

საქართველოს მთავრობა ზომების გამკაცრებას გეგმავს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა მიმართ. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რეადმისიის ხარჯი თავად რეადმისირებულ პირებს დაეკისრება. ასევე გამკაცრდება გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ საგანგებო თათბირზე ითქვა, რომ პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში გაიმართება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტები. ცოტა ხნის წინ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოდან და ალბანეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდის შესახებ. სანქციებზე საუბარი არ არის, თუმცა ითქვა, რომ ეს ქვეყნები უნდა გაფრთხილდნენ, რათა შემდგომში თავიდან აიცილონ ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.

XS
SM
MD
LG