Accessibility links

გამოქვეყნდა ექვსპუნქტიანი გეგმა საზმაუს კრიზისის დასაძლევად


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და ამდენივე პირი აწერს ხელს ექვსპუნქტიან მოთხოვნას და აანონსებენ მოძრაობის დაწყებას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისთვის.

მოთხოვნებს შორისაა: ამ მოთხოვნებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანაზე შეხედულებების გასაცნობად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა; პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრების დაბარება მაუწყებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე სამსჯელოდ; მაუწყებლის გენერალური დირექტორის - ვასილ მაღლაფერიძის გადადგომა; საზოგადოებრივ მაუწყებელში არაგეგმიური - 2017 წლის საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის ჩატარება; საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ინსტიტუციური რეფორმირება; "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე უარის თქმა.

განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ: "გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებული ღრმა ინსტიტუციური კრიზისის გამო. მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლსა და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედიაორგანიზაციას".

XS
SM
MD
LG