Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდაველი კანონმდებელი მოსკოვს თავისი ქვეყნის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს


მოლდავეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ბრალად დასდო რუსეთს თავისი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევა საპარლამენტო არჩევნების წინ. ანდრიან კანდუს თქმით, ბევრი ოფიციალური პირია შეშფოთებული, რომ მოსკოვის ჩარევა გაიზრდება არჩევნების მოახლოვებასთან ერთად. კანდუს თანახმად, მის ქვეყანას რუსეთთან ურთიერთობაში მხოლოდ ერთი რამ სურს, „ორმხრივი პატივისცემა“. კანდუმ დასძინა, რომ ეს ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს „პრაგმატულ თანამშრომლობას და იმის გაგებას, რომ მოლდავეთი არავის მონაა და არაა ვასალი სახელმწიფო“. მოლდავეთის პრემიერი, პაველ ფილიპი დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეაა. მისი მთავრობა უპირისპირდება პრომოსკოვურად განწყობილ პრეზიდენტ იგორ დოდონს, რომელსაც რუსეთთან და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან მეტად დაახლოება სურს. კანდუ და ფილიპი პროდასავლური "დემოკრატიული პარტიის" წევრები არიან.

XS
SM
MD
LG