Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის ქაშმირში ორი ჯარისკაცი მოკლეს


ინდოეთის და პაკისტანის სადავო ქაშმირში, ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ნაწილში, ათ თებერვალს, ორი ჯარისკაცი მოკლეს და სამი დაჭრეს სამხედრო ბაზაზე შეიარაღებულ პირებსა და სამხედროებს შორის შეტაკების დროს. ოფიციალური პირის თანახმად, სროლა დილით დაიწყო და ნაშუადღევსაც გაგრძელდა. არაა ცხადი, რამდენი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა სროლაში. შეიარაღებული პირები იმყოფებოდნენ ბანაკის საცხოვრებელ არეალში, სადაც ჯარისკაცები და მათი ოჯახები ბინადრობენ. ბანაკი ქალაქ ჯამუს გარეუბანშია. ქაშმირის რეგიონის გამო დაპირისპირება აქვთ ინდოეთსა და პაკისტანს. ორივე სახელმწიფო პრეტენზიას აცხადებს ჰიმალაის რეგიონზე.

XS
SM
MD
LG