Accessibility links

დავით საყვარელიძე: დააკავეს მიხეილ სააკაშვილი


უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე "ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ კიევში, რესტორან "სულგუნში" დააკავეს მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და საქართველოს ექსპრეზიდენტი. საყვარელიძის ცნობით, სააკაშვილის დაკავებაში ფოლკსვაგენის მარკის სამი ავტობუსი მონაწილეობდა. მანამდე გავრცელებული ცნობით, კიევის პროკურატურა 12 თებერვალს სააკაშვილს გამოკითხვისთვის იბარებდა, თუმცა სააკაშვილის ადვოკატი, პაველ ბოგომაზოვი განმარტავდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურაში არ გამოცხადდებოდა. ადვოკატმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ დაკითხვაზე დაბარების შესახებ მათ უწყება არ მიუღიათ. საქმე შეეხება საექსტრადიციო შემოწმებას, რომელსაც უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით გასულ წელს მიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვა. 2018 წლის 3 იანვარს კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ახალი ძალების რუხის“ ლიდერის სასარჩელო განცხადება მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 16 თებერვალს უმაღლესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების კანონიერებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

XS
SM
MD
LG