Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპორტირებული სააკაშვილი: პუტინს და პოროშენკოს "ჩემი თავიდან მოშორება სურდათ"


უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და საქართველოს ექსპრეზიდენტი რუსეთს, საქართველოს და უკრაინას ადანაშაულებს იმაში, რომ მათ მისი "თავიდან მოშორება სურდათ" და მომხრეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, მას შემდეგ მისი კიევიდან პოლონეთში დეპორტაცია განხორციელდა. უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, სააკაშვილი გააძევეს იმიტომ, რომ ის უკრაინაში უკანონოდ იმყოფებოდა. "ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სრული ტყუილია. პუტინს და პოროშენკოს და ივანიშვილს სურთ თავიდან მომიშორონ" - განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოში. უფრო ადრე, სააკაშვილის მოკავშირემ, დავით საყვარელიძემ ასევე ფეისბუკით დაწერა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი პოლონეთში იმყოფება, უკრაინიდან მისი დეპორტაციის და კიევში "გამტაცებლების" მიერ მისი დაკავების უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ განხორციელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია "იმ ქვეყანაში, საიდანაც ის შემოვიდა". საზღვრის დაცვის სამსახურის პრესმდივანმა, ოლეგ სლობოდიანმა ფეისბუკით დაწერა, ეს ნაბიჯი გადაიდგა იმიტომ, რომ სააკაშვილი "უკრაინის კანონმდებლობას არღვევდაო". სლობოდიანს არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანაში გაამგზავრეს სააკაშვილი, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინაში ის პოლონეთიდან შევიდა. დავით საყვარელიძე მანამდე "ფეისბუკით" წერდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი და ამჟამად უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს კიევში, თავისი პარტიის შტაბ-ბინასთან ახლოს მდებარე ქართულ რესტორანში.

XS
SM
MD
LG