Accessibility links

სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა დეკანოზი გიორგი მამალაძე


თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენი, თავისუფლების 9 წლით აღკვეთა. მისი დაცვის მხარე გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, შემდგომ კი საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომას თავად გიორგი მამალაძე არ დასწრებია. დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბერს ცნო დამნაშავედ საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისათვის.

XS
SM
MD
LG