Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტის მეგობარს 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯა


ცოი სუნ სილი სასამართლოში. 2017 წლის 16 იანვარი
ცოი სუნ სილი სასამართლოში. 2017 წლის 16 იანვარი

სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტის მეგობარი ცოი სუნ სილი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში და 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯარიმის სახით მან ასევე უნდა გადაიხადოს 18 მილიონი სამხრეთკორეული ვონი (16,5 მილიონი დოლარი). ცოი სუნ სილი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს მრჩევლად. პრეზიდენტმა 2017 წელს, კორუფციული სკანდალის გამო, იმპიჩმენტის შედეგად დატოვა პოსტი. გასული წლის ივნისში სასამართლომ, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით, მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კორუფციული სკანდალი სამხრეთ კორეაში 2016 წლის ოქტომბერში აგორდა და ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის მეგობარს, ცოი სუნ სილს დაუკავშირდა. მედიის თანახმად, იგი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს აიძულებდა მრავალმილიონიანი შემოწირულებები მასთან დაკავშირებულ არასამთავრობო ფონდებში გადაერიცხათ.

XS
SM
MD
LG