Accessibility links

დემოკრატი სენატორები ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას


ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი, 2017 წლის 7 ივლისი

ამერიკის შეერთებული შტატების სამმა დემოკრატმა სენატორმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, შემოიღოს სანქციები ეგრეთ წოდებული „კრემლის მოხსენების“ ბიზნესმენებისა და ჩინოვნიკების მიმართ. ამის თაობაზე გამოცემა „Politico” იუწყება. ინიციატივის ავტორებმა - ბენ კარდინმა, ბობ მენენდესმა და შეროდ ბრაუნმა გამოაქვეყნეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ითხოვენ გატარებულ იქნეს ახალი ღონისძიებები, აგვისტოში მიღებულ „სანქციების გზით ამერიკის მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების შესახებ“ კანონზე დაყრდნობით. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, სენატორებმა მკვეთრად გააკრიტიკეს თეთრი სახლის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებისთვის, არ მიიღოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. „ნაციონალური უსაფრთხოების აშკარა საფრთხის წინაშე ადმინისტრაციის მიერ დემონსტრირებული არასერიოზულობა შეშფოთებას იწვევს და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, - განაცხადა კარდინმა. 30 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა „კრემლის მოხსენება“ - სია ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ადამიანებისა, რომელთა მიმართ სანქციების მიღებაა შესაძლებელი. დოკუმენტში 210 პირი შევიდა. მათ რიცხვში, რუსეთის მთავრობის ყველა წევრი, პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სახელმწიფო კორპორაციების, სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელები და ოლიგარქები. დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ მის საფუძველზე შესაძლოა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები მიიღონ. დეტალებზე მინისტრს არ უსაუბრია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG