Accessibility links

სააკაშვილი არ აპირებს პოლონეთში თავშესაფრის მოთხოვნას და უკრაინაში დაბრუნება სურს


2018 წლის 13 თებერვალი: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის აპირებს კანონიერი გზით დაბრუნდეს უკრაინაში და არ გეგმავს პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას. ამის შესახებ მან განაცხადა 13 თებერვლის პრესკონფერენციაზე ვარშავაში, წინა დღეს უკრაინიდან მისი დეპორტაციის შემდეგ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს და რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს. სააკაშვილმა დახმარება სთხოვა ევროკავშირს: მისი თქმით, თუ ევროკავშირი, კერძოდ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, არაფერს მოიმოქმედებენ, უკრაინას კრახი მოელის. უკრაინაში დაფუძნებულ ოპოზიციურ „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი როგორც ამბობს, უკრაინიდან მისი დეპორტაციის უკან დგას პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელსაც სურს მისი, როგორც კორუფციასთან მებრძოლის, თავიდან მოცილება. სააკაშვილს შარშან ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ აპირებს ჰოლანდიაში გამგზავრებას ოჯახის წევრების სანახავად, რის შემდეგაც ევროპის ქვეყნებში იმოგზაურებს, ხოლო მისი პოლიტიკური მოღვაწეობა კვლავინდებურად, პირველ რიგში უკრაინას, აგრეთვე საქართველოს უკავშირდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG