Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დეპუტატ ქალს სცემეს


დღეს ერევანში უხუცესთა საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიისა და ოპოზიციური ფრაქციის, „ერკირ ცირანის“ წევრები. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე ბოთლით მიიტანეს ერევნის გარეუბან ნუბარაშენში აღებული კანალიზაციის წყალი და სცადეს მისი გადაცემა ერევნის მერისთვის, ტარონ მარკარიანისათვის. რესპუბლიკელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზიდან. ამასთან, უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა რამდენჯერმე ხელი გაარტყა სახეში დეპუტატსა და ფრაქცია „ერკირ ცირანის“ წევრს, მარინე ხაჩატურიანს. ასევე ძალა იქნა გამოყენებული ჟურნალისტების წინააღმდეგაც.

XS
SM
MD
LG