Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლს „არა აქვს ინფორმაცია“ სირიაში აშშ-ის იერიშებისას რუსი დაქირავებული მეომრების დაღუპვაზე


სირია, 2017 წლის 21 სექტემბერი: რუსეთის სატვირთო მანქანები დეირ ალ-ზორის მახლობლად
სირია, 2017 წლის 21 სექტემბერი: რუსეთის სატვირთო მანქანები დეირ ალ-ზორის მახლობლად

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლს „არა აქვს ინფორმაცია“ იმის შესახებ, რომ გასულ კვირაში სირიაში აშშ-ის ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა ათობით რუსი დაქირავებული მეომარი. მედიაკომპანია „ბლუმბერგმა“ 13 თებერვალს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ „აშშ-ის ძალებმა მრავალი რუსი დაქირავებული მეომარი მოკლეს“ 7 თებერვალს მომხდარი ინციდენტის დროს. „ბლუმბერგის“ წყაროებს შორის არის ორი რუსი, რომელიც ამბობს, რომ 200-ზე მეტი დაქირავებული მეომარი, უმეტესწილად რუსები დაიღუპნენ დეირ ალ-ზორის რაიონში, აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედ ოპოზიციურ ძალებთან შეტაკებისას. ასევე „ბლუმბერგის“ თანახმად, მან რუსი „დაქირავებული მეომრების სარდლისაგან“ შეიტყო, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს და რომ ათობით დაჭრილ მეომარს მკურნალობენ მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის სამხედრო კლინიკებში. „ბლუმბერგი“ მხოლოდ ერთ-ერთი მედიასაშუალებაა, რომელიც ბოლო დღეებში ავრცელებს ცნობებს გასული კვირის შეტაკებაზე. თუ ცნობები დადასტურდა, ეს იქნება სირიაში აშშ-ის ავიაიერიშების შედეგად რუსეთის მოქალაქეების დაღუპვის პირველი ცნობილი შემთხვევა.

XS
SM
MD
LG