Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინის შესახებ ტყუილის თქმის გამო


ჰოლანდიაში გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰალბე ზილსტრა მას შემდეგ, რაც 12 თებერვალს აღიარა, რომ იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ 2006 წელს საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ საუბრობდა პრეზიდენტი პუტინი „უფრო დიდი რუსეთის“ შექმნის გეგმაზე. ზილსტრას თქმით, მისი რეპუტაცია ისე შეილახა, რომ ვეღარ გააგრძელებს მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას. ის ადრე ამბობდა, რომ 2006 წელს დაესწრო შეხვედრას, რომელზეც პუტინმა თქვა, რომ ბელორუსია, უკრაინა და ბალტიის სახელმწიფოები „უფრო დიდი რუსეთის“ ნაწილად მიაჩნია. ხოლო 12 თებერვალს ზილსტრამ აღიარა, რომ თვითონ კი არ ესწრებოდა ამ შეხვედრას, არამედ სხვა ადამიანი, რომლისაგანაც პუტინის განცხადებაზე შეიტყო. ჰოლანდიელი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა ეს განცხადება, რომ საჯაროდ ალაპარაკდა მის შესახებ და მოიტყუა, რომ საკუთარი ყურით მოისმინა ყველაფერი, რათა თავისი წყარო დაეცვა.

XS
SM
MD
LG