Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რებეკა ჰარმსი: ჩაბუქის ექსტრადიცია იქნება "საქართველოს სირცხვილი"

რებეკა ჰარმსი, ევროპარლამენტის წევრი
რებეკა ჰარმსი, ევროპარლამენტის წევრი

14 თებერვალს ევროპარლამენტის წევრმა და "ევრონესტის" თანათავმჯდომარემ - რებეკა ჰარმსმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა იქნება "საშინელება", რადგან მას მყისიერი დაპატიმრება ემუქრება. რებეკა ჰარმსი გულდასმით აკვირდება თურქეთის შიდაპოლიტიკურ მოვლენებს და შიშობს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს მყისიერი დაპატიმრება, არასათანადო მოპყრობა და წამებაც კი ემუქრება. "მას არ აქვს იქ სამართლიანი სასამართლოს არანაირი შანსი!", - აცხადებს ევროპარლამენტარი, რომელიც, შარშანდლის მსგავსად, მიმდინარე ვიზიტის დროსაც აპირებს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მონახულებას ციხეში. რებეკა ჰამრსი შარშან ზაფხულში შეხვდა ჩაბუქის მოწაფეებსა და მათ მშობლებს, რომლებმაც მუსტაფა ჩაბუქის პედაგოგიურ წარსულზე ძალიან დადებითი ინფორმაცია გაუზიარეს: "ეს იქნება საქართველოს სირცხვილი, თუკი ბევრი ქართველი ბავშვის კარგ მასწავლებელს დააყენებს იმ საფრთხეების წინაშე, რაც მას თურქეთში ემუქრება“, - განუცხადა ევროპარლამენტარმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG