Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფლორიდის სკოლაში ცეცხლი გახსნა სკოლიდან ცუდი დისციპლინის გამო გარიცხულმა პირმა


პარკლენდის სკოლის მიმდებარე ტერიტორია თავდასხმის შემდეგ
პარკლენდის სკოლის მიმდებარე ტერიტორია თავდასხმის შემდეგ

აშშ-ის ფლორიდის შტატის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ პარკლენდის სკოლაში სროლის შედეგად ორმოცდაათზე მეტი ადამიანია დაჭრილი, იუწყება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ნაწილი. პოლიციის ადგილობრივი შერიფი ადასტურებს, რომ დაღუპულია 17 ადამიანი, მათგან თორმეტი სკოლის შენობაში მოკლეს, სამი - სკოლის ეზოში, ორი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პირი, რომელმაც სკოლაში ცეცხლი გახსნა, არის 19 წლის ნიკოლას დე ხესუს კრუზი. იგი სკოლიდან ცუდი დისციპლინის გამო იყო გარიცხული.

ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის პოლიცია სოციალურ ქსელებში მის პროფილებს სწავლობს. ბროვარდის ოლქის შერიფის თანახმად, ზოგიერთი რამ, რაც პოლიციამ ნახა, დიდ შეშფოთებას იწვევს.

ვრცელდება ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ნიკოლას დე ხესუს კრუზმა, მოსწავლეების საკლასო ოთახებიდან დერეფანში გამოყვანის მიზნით, თავდასხმამდე აირწინაღი გაიკეთა და სახანძრო განგაში ჩართო, რის შემდეგაც სროლა დაიწყო. პოლიციის თანახმად, ნიკოლას დე ხესუსი შეიარაღებული იყო AR-15-ის ტიპის ნახევრად ავტომატური შაშხანით.

XS
SM
MD
LG