Accessibility links

რუს ჰაკერს აშშ-ში 12 წლით პატიმრობა შეეფარდა


ვლადიმირ დრინკმანი

ნიუ-ჯერსის სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაკერული შეტევისთვის გასამართლებულ ვლადიმირ დრინკმანს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეში, კერძოდ 160 მილიონისაკრედიტო ბარათის მიტაცებაში, ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, დმიტრი სმილიანეცს, ოთხწლიანი პატიმრობა შეეფარდა. ვინაიდან მან პატიმრობაში უკვე გაატარა ეს ვადა, ჰაკერი, სასამართლო დარბაზშივე გაათავისუფლეს. რაც შეეხება დრინკმანს, საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ, რუსეთში მისი დეპორტაციაა მოსალოდნელი. როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, დრინკმანის მოქმედებებით მიყენებულმა ზარალმა300 000 დოლარი შეადგინა.

გამოძიების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა საფინანსო ინსტიტუტების, საგადასახადო სისტემისა და მაღაზიების კომპიუტერულ ქსელებში შეღწევის სქემა 2003 წელს შეიმუშავეს. პროკურორების განმარტებით, შეტევის ობიექტი აღმოჩნდა მინიმუმ 16 კომპანია, მათ შორის, ელექტრონული ბირჟა NASDAQ , მაღაზიების ქსელი 7-Eleven და Carrefour, ავიაკომპანია JetBLue.

დრინკმანი და სმილიანეცი ნიდერლანდებში 2012 წელს დააპატიმრეს. ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნით მათი ექსტრადირება აშშ-შიმოხდა. ამავე საქმეში მონაწილე რუსეთის კიდევ სამ და უკრაინის ერთ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG