პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე სენსაციური შედეგით დასრულდა ბიატლონში ქალთა შორის 15-კილომეტრიან დისტანციაზე ინდივიდუალური შეჯიბრება. საუკეთესო შედეგი აჩვენა შვედმა ჰანა ობერგმა, რომელსაც ფავორიტებს შორის არავინ ასახელებდა. ობერგმა ოცივე სამიზნეს ზუსტად ესროლა და ფინიშის ხაზი 41:07,2 წუთში გადაკვეთა. ვერცხლის მედალს სლოვაკეთის ნაკრების წევრი ანასტასია კუზმინა დაეუფლა, რომელიც ლიდერს 24,7 წამით ჩამორჩა. მესამე საპრიზო ადგილი კი გერმანელ ლაურა დალმაიერს ერგო.
ოლიმპიურ თამაშებზე შვედმა ჰანა ობერგმა საუკეთესო შედეგი აჩვენა ბიატლონში