Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ მხარი დაუჭირა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩამოყალიბებას


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დევნის ფუნქცია არ ექნება, ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე და არ დაექვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთ სტრუქტურას, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციები, მისი განმარტებით, იქნება სამართალდამცავი სტრუქტურებისა და მათი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა. იუსტიციის მინისტრი არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისთვის დევნის ფუნქციების მინიჭებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის თანახმად, დევნის ფუნქცია პროკურატურაში დარჩება, თუმცა დევნის დაწყებაზე ინსპექტორის გამომძიებელსა და ზედამხედველ პროკურორს შორის განსხვავებული პოზიციების არსებობის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას მთავარი პროკურორი მიიღებს.

საქართველოს მთავრობამ 15 თებერვალს დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამოქმედდება. შემოთავაზებული ვერსიით, სამსახურს შექმნიდან პირველი 6 თვის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი ინსპექტორი უხელმძღვანელებს. თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ამბობს, რომ მას ყველაზე რთული როლი აქვს და სისტემის შექმნა და აწყობა მოუწევს.

XS
SM
MD
LG