Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი: "ჩემთვის გასაგებია რატომ გართულდა საპროკურორო მანდატის მთლიანად გადატანა ინსპექტორზე"


თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი
თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა რადიო თავისუფლებას გაუზიარა მოსაზრება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის" შესახებ: "ნამდვილად მგონია, რომ დამატებითი მექანიზმი არის საჭირო, რადგან მგონია, რომ ეს უნდობლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ცოტათი უნდა შეიცვალოს. მაგრამ, ახსნასაც ვხედავ და გასაგებიც არის ჩემთვის - რატომ გართულდა საპროკურორო მანდატის მთლიანად გადატანა ინსპექტორზე". თამარ ჩუგოშვილმა გაიხსენა, რომ 5-6 წლის წინ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თავადაც იყო ჩართული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელებზე მუშაობაში. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მთავრობის მიერ წარმოდგენილი მოდელის კრიტიკოსები - "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად თვლიან იმას, რომ "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს" არ მიენიჭება სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში წარმომადგენლობის ფუნქციები. "დევნის ფუნქციის მიცემა ნიშნავს მეორე პროკურატურის შექმნას და დაკავშირებულია მთელ რიგ სხვადასხვა ტიპის და შეიძლება კონსტიტუციურ პრობლემებთანაც კი", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში და განმარტავს, თუ რას თვლის ის პროგრესულად "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის" შესახებ შემოთავაზებულ პროექტში: "ზოგადად, გამოძიების ეტაპზეც კი გამოძიების მასალების სწორად მოკვლევა-მოგროვება დამერწმუნეთ, რომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი არის იმისთვის, რომ დაუსჯელობას ადგილი არ ჰქონდეს".

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG