Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო რუსეთს ადანაშაულებს „მსოფლიო ჰიბრიდული ომის“ გაჩაღებაში


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთი დაადანაშაულა „მსოფლიო ჰიბრიდული ომის“ გაჩაღებაში და დასავლეთს მოუწოდა, გააძლიეროს მოსკოვზე ზეწოლა უკრაინის მიმართ ექსპანსიონისტური პოლიტიკის გამო. პოროშენკო ამ განცხადებით გამოვიდა 16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც თავს უყრის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და წამყვან ექსპერტებს. პოროშენკოს აზრით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერა ფართოვდება შეტევად ლიბერალურ დემოკრატიულ ფასეულობებზე. პოროშენკომ მოსკოვი დაადანაშაულა მსოფლიოში როგორც ულტრამემარცხენე, ისე ულტრამემარჯვენე პარტიების მხარდაჭერასა და ინტერნეტ-ტროლების „არმიების“ შექმნაში დეზინფორმაციის გასავრცელებლად, უკრაინასა და დასავლეთში განხეთქილების გამოწვევის მიზნით. უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გააძლიეროს მოსკოვის საწინაღამდეგო სანქციები, თუ ის არ წავა ყირიმიდან და სრულად არ დაიცავს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად დადებულ შეთანხმებებს. მიუნხენის კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG