მორის ყვითელაშვილმა წარუმატებლად დაასრულა პიონჩანგში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა. ფიგურულ სრიალში, მამაკაცებს შორის თავისუფალ პროგრამაში სულ 24 მონაწილე ჩაება კონკურენციაში და ქართველმა მოციგურავემ ბოლო, 24-ე შედეგი აჩვენა. გუშინ, მოკლე პროგრამაში მორის ყვითელაშვილი 22-ე ადგილზე გავიდა. ორივე პროგრამის საერთო შედეგით კი ორი პოზიციით უკან დაიხია. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა იაპონელი იუჟურუ ჰანიუ; ვერცხლის მედალსაც იაპონელი მოციგურავე შომა უნო დაეუფლა; ბრინჯაო ესპანელ ხავიერ ფერნანდესს ერგო.
მორის ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში ბოლო ადგილი დაიკავა

ყველაზე პოპულარული
1