Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში დააკავეს ქვეყნის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე


ლატვიის პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ილმარას რიმსევიჩსი. ოფიციალური ინფორმაციით, მანამდე 16 თებერვალს სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს რიმსევიჩსის სამუშაო ოფისსა და საცხოვრებელ სახლში. ცენტრალურ ბანკში არ აკონკრეტებენ დაკავების დეტალებს და აცხადებენ, რომ „ლატვიის საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება.“ ევროკავშირის წევრ ლატვიაში, ისევე როგორც კავშირის უმრავლეს ქვეყანაში, ეროვნულ ვალუტას წარმოადგენს „ევრო“. ლატვიის მთავრობა პრემიერ-მინისტრ მარის კუცინსკის ხელმძღვანელობით, 19 თებერვალს გამართავს საგანგებო სხდომას, რომელზეც მოხდება ცენტრალური ბანკის გარშემო შექმნილი ვითარების ანალიზი.

XS
SM
MD
LG