Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოპინგის გამოყენებაში ეჭვმიტანილმა რუსმა სპორტსმენმა ოლიმპიური სოფელი დატოვა

ალექსანდრ კრუშელნიცკი
ალექსანდრ კრუშელნიცკი

რუსმა სპორტსმენმა, კერლინგში ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, ალექსანდრ კრუშელნიცკიმ საორგანიზაციო კომიტეტს აკრედიტაცია დაუბრუნა და პიონჩანის ოლიმპიური სოფელი დატოვა. რუსეთის დელეგაციის პრესატაშემ კონსტანტინ ვიბორნოვმა 19 თებერვალს, სააგენტო „როიტერს“ აცნობა, რომ კრუშელნიცკი ელოდება მეორე დოპინგსინჯის გახსნას და შედეგს, რომელიც დღის განმავლობაში გამოცხადდება. მანამდე, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრ კრუშელნიცკის დოპინგსინჯში აღმოჩენილია აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის კვალი.

XS
SM
MD
LG