Accessibility links

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოთი გაათავისუფლეს

19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან. გათავისუფლების შემდეგ ის მეუღლესთან ერთად სკოლალიცეუმ „სხივში“ მივიდა სადაც შვილები, მოწაფეები და თანამშრომლები შეეგებნენ. პატიმრობის ვადა ჩაბუქს 24 თებერვალს ეწურებოდა.

XS
SM
MD
LG