Accessibility links

მოსკოვში დააკავეს ნავალნის მიერ დაფუძნებული ფონდის დირექტორი


რომან რუბანოვი

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი, რომან რუბანოვი. მან ტვიტერზე დაწერა, რომ დააკავა პოლიციის შვიდმა თანამშრომელმა და მხოლოდ ის უთხრეს, რომ ორგანიზება გაუწია შეუთანხმებელ ღონისძიებას. ალექსეი ნავალნის შტაბის ხელმძღვანელის, ლეონიდ ვოლკოვის ინფორმაციით, რომან რუბანოვი ეჭვმიტანილია იანვარში გამართული აქციის, „ამომრჩეველთა გაფიცვის“ ორგანიზების მხარდაჭერაში. ალექსეი ნავალნიმ ამომრჩევლებს გაფიცვისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც რუსეთის ცენტრალურმა საარჩენო კომისიამ უარი უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე. 28 იანვარს, საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთის ათობით ქალაქში. პოლიციამ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა 350-მდე დემონსტრანტი.

XS
SM
MD
LG