Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირების შეხვედრა ფხენიანის უარის გამო არ შედგა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები პიონჩანში დაესწრნენ ზამთრის ოლიმპიადის გახსნას
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები პიონჩანში დაესწრნენ ზამთრის ოლიმპიადის გახსნას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის შეხვედრა ფხენიანმა ბოლო წუთს გააუქმა - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა პენსის ოფისის ხელმძღვანელმა, ნიკ აიერსმა. ვიცე-პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებს, მათ შორის ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დას, კიმ იო ჩონს 10 თებერვალს უნდა შეხვედროდა სამხრეთ კორეაში, ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქ პიონჩანში. ფხენიანის დელეგაციამ მაიკ პენსთან შეხვედრაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დაგმო ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ფხენიანს დაუწესებს ახალ, ეკონომიკურ სანქციებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მაიკ პენსს სურდა შეხვედრის გამოყენება იმის დასაბუთებისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეწყვიტოს უკანონო სარაკეტო და ბირთვული პროგრამები. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომელმაც სამხრეთ კორეა 12 თებერვალს დატოვა, თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი არ შეწყვეტს ფხენიანზე ზეწოლას, თუმცა, მისი სურვილის შემთხვევაში, მზად არის მოლაპარაკებისთვის.

XS
SM
MD
LG