Accessibility links

აშშ-ის შეფასებით, რუსეთი 3 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო ზარალით დასაჯა


ჰიზერ ნოიერტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაშინგტონის ქმედებებმა რუსეთის ბიუჯეტი დააზარალა დაახლოებით სამი მილიარდი დოლარით. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, ვაშინგტონი წარმატებად მიიჩნევს იმას, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევის და სირიაში მისი მოქმედებების გამო, რუსეთის ბიუჯეტში ნაკლები თანხა შედის. ნოიერტის თქმით, აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ზოგიერთმა ქვეყანამ შეწყვიტა რუსეთისგან სხვადასხვა მასალის და რესურსის შეძენა. „მსგავსი გარიგებების შეწყვეტა არსებითად ნიშნავს დასჯას“ - განაცხადა ჰიზერ ნოიერტმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG