Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურაში უჩივლეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს


14 ადამიანი დაშავდა 30 იანვარს, მეტროს სადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად
14 ადამიანი დაშავდა 30 იანვარს, მეტროს სადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად

თბილისის საკრებულოს ფრაქციის, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მთავარ პროკურატურას მიმართა განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის შესაძლო, თანამდებობრივი გულგრილობის გამოსაძიებლად. ხაბეიშვილის განმარტებით, საქმე ეხება ტყემალაძის უარს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაემართა მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის გამო. ”როცა საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატების ხელფასებს, პრემიებს, დანამატების გაზრდას, ბიძინა ივანიშვილს, რიგგარეშე სხდომას ნიშნავენ, ხოლო როცა საქმე ეხებოდა ”ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევას, რიგგარეშე სხდომა არ დანიშნეს“ - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილმა. რიგგარეშე სხდომის მოწვევას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვდა. ხაბეიშვილის შეფასებით, ტყემალაძემ კანონი დაარღვია და ჩაიდინა თანამდებობრივი გულგრილობა, რაც 3-წლიანი პატიმრობით ისჯება. ლევან ხაბეიშვილის თქმით, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ჰქონდა თუ არა ადგილი სამსახურებრივ გულგრილობას. თბილისის მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერი 30 იანვარს ჩამოინგრა. დაშავდა 14 ადამიანი.

XS
SM
MD
LG