Accessibility links

გერმანიიდან გააძევეს უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევი, რამდენიმე ათეული ქართველი


თბილისის აეროპორტი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დღეს. 2017 წლის 28 მარტი

გერმანიიდან გააძევეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვიეს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია. უკან გამოაბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე“ - განუცხადეს დღეს, 21 თებერვალს სააგენტო ინტერპრესნიუსს გერმანიაში საქართველოს საკონსულოში. გერმანიაში მცხოვრები ქართველების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, წესების დარღვევის გამო უამრავი საქმეა ჩანიშნული ადმინისტრაციულ სასამართლოში და ყველა საქმე სწრაფი ტემპით წყდება. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩნენ სამი თვით, ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

XS
SM
MD
LG