Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ათლეტებმა სარჩელი შეიტანეს დოპინგის თაობაზე ინფორმაციის გამავრცელებელი პირის წინააღმდეგ


სამმა რუსმა ათლეტმა ცილისწამებისთვის სარჩელი შეიტანა იმ პირის წინააღმდეგ, რომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც რუსეთში დოპინგის შესახებ მოჰყვა ასობით სპორტსმენის არდაშვება თამაშებზე. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ამ პირმა იცრუა და მათი კარიერა გაანადგურა. ათლეტებმა 20 თებერვალს შეიტანეს 30 მილიონი დოლარის ღირებულების სარჩელი ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში. ისინი უჩივიან გრიგორი როდჩენკოვს, რუსეთის ანტი-სადოპინგო ლაბორატორიის ყოფილ დირექტორს, რომელიც ამჟამად აშშ-ს აფარებს თავს. როდჩენკოვის ადვოკატი, ჯიმ უალდენი სარჩელს უწოდებს "სულელურ აქტს, რომელსაც გადარჩენის შანსი არ აქვს" და აცხადებს, რომ ის არანაირად არ აისახება დოქტორ როდჩენკოვის გაბედულ გადაწყვეტილებაზე სიმართლე ეთქვა და ჩვენება მიეცა მათ შესახებ, ვინც არასწორ ქმედებას სჩადიოდა. ნიუ-იორკ ტაიმისის ცნობით, სარჩელის დაფინანსებაში მონაწილეობას იღებს მიხაილ პროხოროვი, რუსი ოლიგარქი, რომელსაც ეკუთვნის ბრუკლინ ნეტსის საკალათბურთო გუნდი. როდჩენკოვის ადგილსამყოფელი უცნობია, მას აშშ-ში საგანგებოდ იცავენ. როდჩენკოვმა აშშ-ს თავი მას შემდეგ შეაფარა, რაც საჯაროდ გამოიტანა ანტისადოპინგო ლაბორატორიის ხელმძღვანელობის პერიოდში მოპოვებული დოკუმენტები, რომლებიც ასახავს რუსეთის უწყებების და სპორტსმენების მიერ დოპინგის ტესტების ფალსიფიკაციისთვის გამოყენებულ სქემებს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა 2015 წლის შემდეგ ჩატარებულმა საგამოძიებო ქმედებებმა, რომლებსაც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ხელმძღვანელობდნენ.

XS
SM
MD
LG