Accessibility links

ევროკავშირი ბელორუსიას მოუწოდებს გაატაროს "სერიოზული" საარჩევნო რეფორმა


ევროკავშირმა ბელორუსიას მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა "სერიოზულ და ყოვლისმომცველ" რეფორმაზე, რომელიც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას და პროცესებს, ამ ქვეყანაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივანი, მაია კოჩიანჩიჩი ამ მოწოდებით გამოვიდა 18 თებერვალს, ორ დღეში მას შემდეგ, რაც ბელორუსიაში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რეფორმა უნდა გატარდეს "რაც შეიძლება სწრაფად", მომავალ არჩევნებამდე და პროცესი "გამჭვირვალე და ინკლუზიური" უნდა იყოს. ამავე ტექსტის თანახმად, რეფორმამ უნდა გაითვალისწინოს ის "სისტემური ნაკლოვანებები", რომლებზეც წინა არჩევნების შემდეგ საუბრობდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისია. უფლებადამცველები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც პირველად 1994 წელს აირჩიეს, სისტემატურად ახშობს კრიტიკულ ხმებს და ხელისუფლებას ინარჩუნებს არჩევნებით და რეფერენდუმებით, რომლებსაც დასავლეთის მთავრობები არადემოკრატიულად აფასებენ.

XS
SM
MD
LG