Accessibility links

იანუკოვიჩის პროცესზე პოროშენკომ რუსეთს "აგრესორი ქვეყანა" უწოდა


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რომელიც სასამართლოს ჩვენებას აძლევდა მისი გადაყენებული წინამორბედის, ვიქტორ იანუკოვიჩის პროცესზე, 21 თებერვალს რუსეთს უწოდა "აგრესორი ქვეყანა", რომელმაც დაგეგმა "კარგად კოორდინირებული, ჰიბრიდული ომი უკრაინის წინააღმდეგ". იანუკოვიჩს სამშობლოს ღალატის ბრალდებით ასამართლებენ. ვიდეოჩართვით მიცემულ ჩვენებაში პოროშენკომ თქვა, რომ 2014 წლის თებერვალში, როცა იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა მის ქვეყანაში პროევროპული გამოსვლების გამო, მოსკოვმა მოქმედებაში მოიყვანა გეგმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ხელში ჩასაგდებად და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სეპარატიზმის წასახალისებლად. "ყირიმის ანექსირება წარმოადგენდა ნაწილს რუსეთის ჰიბრიდული ომისა უკრაინის წინააღმდეგ", განაცხადა პოროშენკომ და დასძინა, რომ ყირიმში 2014 წლის თებერვლის ბოლოს ჩავიდა და ნახა, როგორ ახდენდა რუსეთის არმია ნახევარკუნძულის ანექსირებას. "უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდების ოპერაციაში მონაწილეობდა რუსეთის ათი ათასობით სამხედრო, რომლებიც სევასტოპოლში იყვნენ დისლოცირებულნი და ათი ათასობით ჯარისკაცი საკუთრივ რუსეთიდან" - განაცხადა პოროშენკომ.

XS
SM
MD
LG