Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადავადდა აშშ-ის ინიციატივა პაკისტანის ტერორიზმის დამფინანსებლების სიაში შეტანაზე


სამი თვით გადავადდა აშშ-ის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა პაკისტანის შეტანას ტერორიზმის დამფინანსებელთა სიაში - აცხადებენ პაკისტანის ოფიციალური პირები. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა 20 თებერვალს გვიან ღამით ტვიტერით განაცხადა, რომ ფინანსური ზომების სამოქმედო გუნდმა გადაწყვიტა დაუყოვნებლივ არ მოიყვანოს მოქმედებაში აშშ-ის ზომა, რომელიც ითვალისწინებდა პაკისტანის შეყვანას ე.წ. ქვეყნების "რუხ სიაში" - ანუ იმ სახელმწიფოების ჩამონათვალში, რომლებიც საკმარისად არ მონაწილეობენ ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლაში. პაკისტანის ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ ამ სიაში შეყვანა სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქვეყნის ეკონომიკას და ცდილობდნენ ეს არ მომხდარიყო, მაგალითად გასულ კვირაში მათ აკრძალეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირი აქვთ ჰაფიზ საეედთან, ისლამისტ ლიდერთან, რომელიც, აშშ-ის განცხადებით, იდგა 2008 წლის ბომბეის თავდასხმების უკან. ამ თავდასხმებს 166 ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG