Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: აშშ-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება რთული იქნება


რუსეთმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ "ძალიან რთული" იქნება ურთიერთობის გაუმჯობესება აშშ-სთან - იმ ფონზე, როცა ეს კავშირები ცივი ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე მეტადაა გაუარესებული, სირიის და უკრაინის კრიზისების და იმ ბრალდებების ფონზე, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 21 თებერვალს ვაშინგტონს ბრალი დასდო რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაში, 18 მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსეთის 13 მოქალაქეს წაუყენა ბრალი აშშ-ის არჩევნებში ფარულად ჩარევაში. რიაბკოვმა სააგენტო ინტერფაქსს უთხრა, პარადოქსია, მაგრამ ამერიკელები დგამენ ნაბიჯებს ჩვენს შიდა საქმეებში ჩასარევად და ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობის გასაზრდელად, საპრეზიდენტო არჩევნების წინო. რიაბკოვს თავისი განცხადებების გასამყარებლად მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მან ასევე "სინანული" გამოთქვა იმის გამო, რომ ვაშინგტონი რუსეთს ბრალს სდებს აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში და განაცხადა, რომ ის ამას უსაფუძვლოდ და მტკიცებულებების გარეშე აკეთებს. "ძალიან რთული იქნება აშშ-სთან ურთიერთობის ამჟამინდელი ნიშნულიდან დაძვრაო", განაცხადა რიაბკოვმა.

XS
SM
MD
LG