Accessibility links

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ერთი ჯარისკაცი დაიღუპა კონფლიქტის ზონაში


უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან შეტაკებაში. თავდაცვის სამინისტროს მიერ 21 თებერვალს გავრცელებული განცხადებით, სეპარატისტებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 15-ჯერ დაარღვიეს ისედაც მყიფე საზავო შეთანხმება, გახსნეს საარტილერიო ცეცხლი, ისროლეს ყუმბარები. პარალელურად, სეპარატისტები უკრაინის მთავრობის ძალებს სდებენ ბრალს ზავის 14-ჯერ დარღვევაში, ანალოგიური ტიპის იარაღით. 2014 წლის აპრილის შემდეგ კიევის ძალებს და სეპარატისტებს შორის შეტაკებებს ემსხვერპლა 103000-ზე მეტი ადამიანი. არ განხორციელდა საზავო შეთანხმებები, რომლებიც მინსკის შეთანხმების ფარგლებში გამოცხადდა 2014 წლის სექტემბერში და 2015 წლის თებერვალში. ახალ შეთანხმებას მიაღწიეს 2017 წლის ბოლოს, რომელიც 23 დეკემბერს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს შეთანხმების სისტემატურ დარღვევაში.

XS
SM
MD
LG