Accessibility links

მერკელი: სახელის შესახებ საბერძნეთის და მაკედონიის უთანხმოება გადაჭრასთან ახლოსაა


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მაკედონია უკანასკნელ ათწლეულში უპრეცედენტოდ ახლოსაა საბერძნეთთან დიდი ხნის განმავლობაში არსებული, სახელთან დაკავშირებული კონფლიქტის გადაჭრასთან. ეს უთანხმოება მაკედონიას მნიშვნელოვან წინაღობას უქმნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ძალიან მოხარული ვარ და შვებას ვგრძნობ, რომ მოლაპარაკებაში პროგრესი იგრძნობაო, უთხრა მერკელმა ჟურნალისტებს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ასევე წარმოდგენილი იყო მაკედონიის პრემიერ-მინისტრი, ზორან ზაევი. საბერძნეთი ეწინააღმდეგება იუგოსლავიის ამ ყოფილი რესპუბლიკის მიერ სახელ "მაკედონიის" გამოყენებას და თვლის, რომ ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს განაცხადს ტერიტორიაზე, მისი ანალოგიური სახელის ჩრდილოეთის რეგიონის მისამართით. ბოლო პერიოდში მაკედონიამ და საბერძნეთმა უფრო ინტენსიური გახადეს ამ კონფლიქტის გადაჭრის მცდელობა. მიმდინარე თვის დასაწყისში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვენაში შეხვედრა გამართეს გაეროს საგანგებო წარმომადგენელთან, მეთიუ ნიმეტზთან. "ბოლო ათწლეულის განმავლობაში, უთანხმოების გადაჭრა არასოდეს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა და არაჩვეულებრივი იქნება ის, თუ დარჩენილი სადავო საკითხებიც გადაილახებაო", განაცხადა მერკელმა.

XS
SM
MD
LG