ბელგრადში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მიესალმა სერბიას სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუმცა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი სერბიასთან ახლო კავშირებს შეინარჩუნებს, რაც უნდა მოხდეს მომავალში. სერბიის დედაქალაქში ლავროვი 21 თებერვალს ჩავიდა, ორდღიანი ვიზიტით, რომლის მიზანია სერბიასთან ტრადიციული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცება. "ჩვენ ყოველთვის გვსურდა ჩვენს პარტნიორებს თავისუფალი არჩევანი ჰქონოდათ და პოლიტიკური კავშირები დაემყარებინათ" - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც ასევე წარმოდგენილი იყო სერბიის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი. სერბია ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის, თუმცა ასევე სურს შეინარჩუნოს რუსეთთან თავისი ისტორიული კავშირები. "სერბია ევროპულ გზაზე დგას, თუმცა ის გააგრძელებს რუსეთთან საუკეთესო კავშირების ქონასო", განაცხადა ვუჩიჩმა და დასძინა - "ვვარაუდობ, რომ იქნება ბევრი სურვილი და ზეწოლა, რომ ეს კავშირები საპირისპირო მიმართულებით განვითარდეს, მაგრამ სერბია თავის კურსს შეინარჩუნებს". მანამდე, სლოვენიაში მყოფმა ლავროვმა მწვავედ გააკრიტიკა დასავლეთი და განსაკუთრებით ევროკავშირი, იმისთვის, რომ მათ ვერ შეძლეს მოსკოვთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება და ცდილობენ ბალკანეთის ქვეყნები რუსეთს ჩამოაშორონ.
ყველაზე პოპულარული
1