Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი შეუერთდა მოწოდებებს რუსეთის და ირანის მიმართ, სირიაში თავდასხმის შეწყვეტის მიზნით


თურქეთი შეუერთდა საერთაშორისო მოწოდებებს რუსეთის და ირანის მიმართ, რათა შეწყდეს სირიის მთავრობის ძალების შეტევა აღმოსავლეთ ღუტაზე, დამასკიდან აღმოსავლეთით მდებარე ანკლავზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ და სადაც, როგორც იუწყებიან, 18 თებერვლის შემდეგ 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი დახოცეს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს ამ მოწოდებიდან რამდენიმე საათში გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის დასავლეთის ქვეყნების მიერ შედგენილი რეზოლუციის პროექტს, რომელიც ღუტაში 30-დღიან ზავს ითხოვს. "რუსეთმა და ირანმა რეჟიმი უნდა შეაჩერონ" - განაცხადა ჩავუშოღლუმ 23 თებერვალს. მანამდე რუსეთი აშშ-მა გააკრიტიკა აღმოსავლეთ ღუტაზე საჰაერო თავდასხმების გამო და თქვა, რომ რუსეთს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გასულ კვირაში ასობით სამოქალაქო პირის სიკვდილზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს გამოიყენოს ის გავლენა, რომელიც მას სირიის მთავრობაზე აქვს, რათა შეწყდეს ადამიანების ხოცვა, სანამ აშშ-ის დიპლომატები გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის მიღებაზე იზრუნებენ. გაეროში რუსეთის ელჩმა უარყო დასავლეთის მიერ შედგენილი რეზოლუცია და ვეტოს გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა კენჭისყრის დროს.

XS
SM
MD
LG