Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის საკითხზე კენჭისყრისთვის ემზადებიან


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ცდილობენ შეთანხმების მიღწევას რეზოლუციაზე, რომელიც ითვალისწინებს სირიაში ზავის დამყარებას. კენჭისყრა 24 თებერვლისთვისაა დანიშნული. 22 თებერვლის შემდეგ კენჭისყრა უკვე რამდენჯერმე გადაიდო რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სირიაში 30-დღიანი ზავის გამოცხადებას, დაჭრილი მოქალაქეების ევაკუაციის და ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის მიზნით. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 23 თებერვალს რუსეთს, ირანს და სირიის მთავრობას ბრალი დასდო სირიაში "ჰუმანიტარული სირცხვილის" გამოწვევაში. რუსეთს რეზოლუციის პროექტის მიმართ უკმაყოფილება აქვს გამოთქმული - ის აცხადებდა, რომ პროექტი არარეალისტურია და უგულებელყოფს იმ ფაქტორს, რომ რეგიონში დარჩენილია ექსტრემისტული ჯგუფის, ისლამური სახელმწიფოს ბევრი მეომარი. რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, იმანუელ მაკრონმა მოუწოდეს მხარი დაუჭიროს რეზოლუციას და თავის მოკავშირე სირიის მთავრობაზე ზეწოლა განახორციელოს, რათა მან შეწყვიტოს მეამბოხეების მიერ კონტროლირებული ანკლავის დამბობმვა დამასკის შემოგარენში.

XS
SM
MD
LG