Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 15 თურქ ქალს სიკვდილი მიუსაჯეს "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისთვის


ერაყის სასამართლომ 15 თურქ ქალს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავეებად სცნო ექსტრემისტულ ჯგუფ "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებაში. ამავე სასამართლომ კიდევ ერთ ქალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ანალოგიური ბრალდებისთვის. მოსამართლე აბდულ-სატარ ალ-ბიყდარმა განაცხადა, სასამართლომ ეს განაჩენები მას შემდეგ გამოიტანა, რაც "დამტკიცდა, რომ ისინი ამ ტერორისტულ ჯგუფში იყვნენ, რაც მათ აღიარეს, რომ ექსტრემისტულ ელემენტებს ცოლად გაჰყვნენ, ან ჯგუფს აღმოუჩინეს ლოგისტიკური დახმარება, ან ტერორისტული აქტების განხორციელებაში დაეხმარნენ". ერაყში სამართალდამცველებმა დააკავეს სულ მცირე 560 ქალი და 600 ბავშვი, რომლებსაც ექსტრემიზმში ედებათ ბრალი, ან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა ნათესავებად ითვლებიან. იანვარში ერთ-ერთმა სასამართლომ გერმანელ ქალს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისთვის ლოგისტიკური დახმარების აღმოჩენისთვის, მიმდინარე თვეში სიკვდილი მიესაჯა კიდევ ერთ თურქ ქალს. ჰიუმან რაიტს უოჩი ამ განაჩენებს "უსამართლოს" უწოდებს. ერაყის მთავრობამ დეკემბერში გამოაცხადა სამხედრო გამარჯვება "ისლამურ სახელმწიფოზე" - მას შემდეგ, რაც ჯგუფი განდევნა ყველა მნიშვნელოვანი ურბანული ცენტრიდან, რომლებიც მათ ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში 2014 წლიდან ჰქონდათ დაკავებული.

XS
SM
MD
LG