Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს გაასწრებს ნედლი ნავთობის წარმოებით


აშშ, მიდუეი სანსეტის ნავთობსაბადო კალიფორნიაში
აშშ, მიდუეი სანსეტის ნავთობსაბადო კალიფორნიაში

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, აშშ რუსეთს გაასწრებს ნედლი ნავთობის წარმოებით და ეს მოხდება არაუგვიანეს 2019 წლისა. სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა ამ თემაზე ისაუბრა 27 თებერვალს ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე. აშშ-ში ნავთობის პროდუქციამ დღეში 10 მლნ ბარელს გადააჭარბა 2017 წლის მიწურულს - პირველად 1970 წლის შემდეგ, და გაასწრო ნავთობის უდიდეს ექსპორტიორს, საუდის არაბეთს. აშშ-ის ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის ბოლოს ნავთობის წარმოება გადააჭარბებს დღეში 11 მილიონ ბარელს, რაც რუსეთის მაჩვენებელზე მეტია. აშშ-ში ნავთობის წარმოების მატების ფონს ქმნის სხვა მწარმოებელ ქვეყნებში პროდუქციის კლება, რათა ხელი შეეწყოს ფასების ზრდას.

XS
SM
MD
LG