Accessibility links

რუსეთი აპირებს, კვლავაც დაეხმაროს სირიის პრეზიდენტს „ტერორისტულ საფრთხესთან“ ბრძოლაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი კვლავაც დაეხმარება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას „ტერორისტულ საფრთხესთან“ ბრძოლაში. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა 28 თებერვალს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე მაშინ, როცა მსოფლიოში აღშფოთებას იწვევს დამასკთან სირიის ჯარების ბოლოდროინდელი ოპერაცია, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სირიაში შვიდი წელია გრძელდება ომი, რომელშიც ბაშარ ალ-ასადს გადამწყვეტი მნიშვნელობის სამხედრო და დიპლომატიურ დახმარებას უწევს რუსეთი. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს მოუწოდებენ, გამოიყენოს სირიის პრეზიდენტზე თავისი გავლენა, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში 30-დღიანი ზავის მოქმედება, როგორც ამას გაეროს უშიშროების საბჭოს 24 თებერვლის რეზოლუცია მოითხოვს.

XS
SM
MD
LG