Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი საჭიროდ მიიჩნევს რუსეთში ცხოვრების დონის გაურესების პრობლემაზე ზრუნვას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას თქვა, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. როგორც პუტინმა 1 მარტს მოსკოვში ოფიციალური პირებისა და პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას თქვა, რუსეთს სჭირდება „ტექნოლოგიური გარღვევა“ მომავალი განვითარებისათვის საფუძვლის შესაქმნელად.მისი შეფასებით, რუსეთი „სუვერენიტეტის დაკარგვის“ საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, თუ ვერ შეძლებს ეკონომიკურად განვითარებას. მან ახსენა სიღარიბის პრობლემა - მსმენელებს შეახსენა, რომ რუსეთში 20 მლნ ადამიანზე მეტი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და რომ აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაც. მოხსენება წინ უსწრებს 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც, ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, კვლავ პუტინი გაიმარჯვებს.

XS
SM
MD
LG