Accessibility links

პუტინის თქმით, რუსეთმა შექმნა ბირთვული იარაღი, რომელსაც ვერაფერს დაუშავებს ანტისარაკეტო სისტემები


რუსეთის ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, 100-ტონიანი „სარმატი“

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მისმა ქვეყანამ განავითარა და წარმატებით გამოსცადა ახალი ბირთვული იარაღი, მათ შორის ბირთვული ფრთოსანი რაკეტა და ბირთვული წყალქვეშა დრონი, რომელიც დაცულია მოწინააღმდეგის ანტისარაკეტო სისტემებისაგან. ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პუტინმა 1 მარტს თქვა, რომ ახალ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტა „სარმატს“ მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი აქვს და შეუძლია გადაურჩეს ნებისმიერ ანტისარაკეტო სისტემას. პუტინმა თავისი გამოსვლის დროს გრაფიკული გამოსახულებები და ვიდეო გამოიყენა და აღნიშნა, რომ ახალი წყალქვეშა რაკეტები შესაძლებელია მიმართული იყოს როგორც ავიამზიდების, ისე სანაპიროზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ და მათი აღმოჩენა შეუძლებელია. პუტინისვე თქმით, ახალი იარაღი არის არა საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილი, არამედ შექმნილია რუსი მკვლევრებისა და ინჟინრების მიერ.

XS
SM
MD
LG